Slideshow Image 1 Slideshow Image 5 Slideshow Image 2 Slideshow Image 3 Slideshow Image 4

სასწავლო გეგმა

    სკოლა–ლიცეუმის სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა , უნარები და ღირებულებები. ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე შეიქმნა საგნობრივი ჯგუფების კათედრები (5 კათედრა), სადაც გაერთიანებულია ყველა საგნის მასწავლებელი, რომელთა მიერ შემუშავებული სამუშაო გეგმები კლასების მიხედვით განხილულია კათედრის სხდომებზე. სადაც მითითებული სხვადასხვა აქტივობები და მეთოდები სრულად შეესაბამება შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას მოსწავლეებში ცოდნისა და უნარების მაქსიმალურ განვითარებას. მიღებული ცოდნისა და უნარების შეძენის მონიტორინგი ხორციელდება სისტემატიურად. ანალიზის ჩატარების შემდეგ გამოვლენილი .შედარებით დაბალი შედეგების მიზეზების აღმოსაფხვრელად სისტემატიურად მიმდინარეობს ინდივიდუალური დამატებითი მეცადინეობები.